საშუალო ხანგრძლივობა : 30-60 დღე
საშუალო ხანგრძლივობა : 30-75 დღე
საშუალო ხანგრძლივობა : 25-60 დღე
რემოდელის საორიენტაციო ფასები ბინის და სახლის სრულ რემონტზე, იმის მიხედვით, რა მდგომარეობიდან (კარკასიდან) იწყება სამუშაო. ფასები განახლდა: 2026 წლის ოქტომბერი.
| საწყისი მდგომარეობა | ფასი 1 მ²-ზე | საშუალო ხანგრძლივობა |
|---|---|---|
| მწვანე კარკასი | 380 ₾-დან | 25–60 დღე |
| თეთრი კარკასი | 405 ₾-დან | 30–60 დღე |
| შავი კარკასი | 570 ₾-დან | 30–75 დღე |
საწყისი ფასი = ფართი × ფასი 1 მ²-ზე. საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია არჩეულ მასალებსა და სამუშაოების მოცულობაზე.
| ფართი | მწვანე კარკასი | თეთრი კარკასი | შავი კარკასი |
|---|---|---|---|
| 50 მ² | 19,000 ₾-დან | 20,250 ₾-დან | 28,500 ₾-დან |
| 80 მ² | 30,400 ₾-დან | 32,400 ₾-დან | 45,600 ₾-დან |
| 120 მ² | 45,600 ₾-დან | 48,600 ₾-დან | 68,400 ₾-დან |
შავი კარკასი: მხოლოდ კონსტრუქცია: კედლები, ტიხრები და გადახურვა ლესვისა და კომუნიკაციების გარეშე. რემონტი იწყება ლესვით, მოჭიმვით და ელექტრო-სანტექნიკური სისტემების მოწყობით.
თეთრი კარკასი: კედლები შელესილია, იატაკი მოჭიმულია, დამონტაჟებულია ფანჯრები და შესასვლელი კარი, შეყვანილია კომუნიკაციები — ბინა მზადაა მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის.
მწვანე კარკასი: ბინა, სადაც, როგორც წესი, უკვე შესრულებულია თეთრი კარკასის სამუშაოები და ნაწილობრივ საბოლოო მოსაპირკეთებელი ეტაპისთვის მომზადებაც — რჩება სამღებრო, იატაკის, სველი წერტილების და დასრულების სამუშაოები.
საწყისი მდგომარეობის მიხედვით, საშუალოდ მწვანე კარკასი — 25–60 დღე, თეთრი კარკასი — 30–60 დღე, შავი კარკასი — 30–75 დღე. ჩვენ მიერ დასრულებული ბინების რემონტი საშუალოდ 35 დღეში ჩაბარდა.
დიახ. შესრულებულ სამუშაოებზე გაძლევთ 1 წლიან გარანტიას: თუ ამ პერიოდში ჩვენი სამუშაოს ხარვეზი გამოვლინდება, უსასყიდლოდ გამოვასწორებთ.
კონსულტაცია უფასოა. დეტალური სარემონტო ხარჯთაღრიცხვა ღირს 300 ₾-დან (50 მ²-მდე), 500 ₾-დან (50–100 მ²), 700 ₾-დან (100–200 მ²), 900 ₾-დან (200 მ²-ზე მეტი); რემონტის დაკვეთის შემთხვევაში მისი ღირებულება მომსახურების ფასიდან გამოიქვითება.
საორიენტაციო ფასს კალკულატორი 1 წუთში გიჩვენებთ. ზუსტ ფასს დეტალური ხარჯთაღრიცხვის შემდეგ მიიღებთ — დაგვირეკეთ +995 551 09 23 44 ან დატოვეთ მოთხოვნა ქვემოთ.
თუ გსურს დაგეგმო და განახორციელო შენი სარემონტო სამუშაოები მოითხოვე ზარი რემოდელთან.
ჩვენთან კონსულტაცია უფასოა! ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ უმოკლეს პერიოდში და დაგეხმარებათ სარემონტო პროცესის დაგეგმვაში.